როგორ განვაახლოთ ჩაშენებული კარადების დიზაინი?
თუ კარადების ან თაროების დიზაინის განახლებაზე ფიქრობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ საიდან დაიწყოთ ეს პროცესი, გაეცანით ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოვცალოთ თაროები, რათა სივრცე მაქსიმალურად კარგად აღვიქვათ და ფანტაზიას გასაქანი მივცეთ. ნელ-ნელა წარმოიდგინეთ რომელი/როგორი ნივთების დანახვა გსურთ პირველ რიგში, რაიმე ხომ არ აკლია ან რაიმეს ხომ არ დაამატებდით ამ სურათს, რომელიც გონებაში შექიმენით.
თვდაპირველად, დაიწყეთ ყველაზე მასშტაბური და სასურველი ნივთების განთავსება თაორებზე, რათა შექმნათ ფოკუსის წერტილები. მაგალითად, კალათები, თასები, თიხის ნამუშევრები და ა.შ.
დაამატეთ ტექსტურა. წიგნებიანი თაროების შემთხვევაში ტექსტურა შეგიძლიათ დაამატოთ პატარა სკულპტურული ნივთების, ლარნაკებისა თუ ზარდახშების დამატებით. თუ ცარიელი ვერტიკალური სივრცე დაგრჩათ ასათვისებელი, შეგიძლიათ საყვავილე ან სანთლიანი შანდალი მოათავსოთ.
დაივიწყეთ სიმეტრია. ნივთების ზუსტად, სიმეტრიულად განლაგება არ არის საჭირო, რათა დახვეწილი დიზაინის მქონე თარო შემქნათ. საგნების განლაგება ისე შეცვალეთ, რომ ინტერესს იწვევდეს დამთვალიერებელში. მაგალითად, თუ ერთი ლარნაკი ერთ თაროზე მოათავსეთ, მეორე პირდაპირ მის ზემოთა სივრცეში არ უნდა დადოთ.
ბოლოს, რამდენიმე წუთით დატოვეთ ოთახი, დაბრუნდით და ახლიდან შეხედეთ თქვენს ნამუშევარს. შეიტანეთ საბოლოო ცვლილებები და მზად არის.