Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Uncategorized   /  როგორ დავაორგანიზოთ სამზარეულო?

როგორ დავაორგანიზოთ სამზარეულო?

იქიდან გამომდინარე, რომ სამზარეულოში ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ვატარებთ, მნიშვნელოვანია ეს სივრცე გამოიყურებოდეს ლამაზად და, ამავდროულად, მაქსიმალურად კომფორტულად ფუნქციონირებდეს. სამზარეულო სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც ადამიანთა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და თბილი მოგონებები იქმნება, რადგან სწორედ აქ ხვდება ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს, დილის საუზმისა და საღამოს ვახშმის დროს. ამიტომაც, გვსურს რამდენიმე ხრიკი გაგიზიაროთ, რომლებიც სამზარეულოს ორგანიზებაში დაგეხმარებათ:

 

 

 

კონტეინერები – შუშის კონტეინერები არაჩვეულებრივი საშუალებაა, როგორც პროდუქტის სიჯანსაღის, ასევე სამზარეულოში გემოვნებიანი დეკორის შესანარჩუნებლად. შუშის გამჭვირვალე კონტეინერები შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა და სხვა მარცვლეულის, სასუსნავისა და ფხვიერი პროდუქტის შესანახად.

 

 

კალათები – მათი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც უჯრების. მაგალითად, ისეთი ბოსტნეულის ჩასალაგებლად, რომლებიც მაცივარს არ საჭიროებს, არაჩვეულებრივი გამოსავალია კალათი, რადგან ის ჰაერგამტარია, მარტივად გამოსაყენებელია და სამზარეულოს დიზაინსაც ამშვენებს.

 

 

 

ჭურჭლის გარეთ დალაგება – ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეტალი ინტერიერის დიზაინში. ხის კოვზებისა და დაფების, ჩაიდნის, თიხის ჯამებისა და ჭიქების, ერთი სიტყვით, ისეთი ჭურჭლის კარადებს გარეთ დალაგება, რომლებიც ყოველდღიურობაში ხშირად გვჭირდება, კომფორტულთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და ლამაზ დეკორს ქმნის.

 

 

მოძრავი კუნძული – როგორც წესი, სამზარეულოს უმეტესობა წარმოდგენილია ჩაშენებული კუნძულით, რომლის მოძრაობაც შეუძლებელია. თუ თქვენი სამზარეულო პატარა მოცულობისაა, გირჩევთ უპირატესობა მოძრავ კუნძულს მიანიჭოთ, რომელიც შეგიძლიათ ოთახის ნებისმიერ კუთხეში მოათავსოთ ან საერთოდ გაიტანოთ ოთახიდან, საჭიროების შემთხვევაში. მოსახერხებელთან ერთად, საკმაოდ დახვეწილიცაა.

 

 

საკიდები – კიდევ ერთი სივრცე, რომლის ათვისებაც თავისუფლად შეგიძლიათ – კედელია. ხის დაფების, წინსაფრების, ტაფების, ჭიქებისა და სხვა ნივთების მოთავსება საკიდებზე საკმაოდ კრეატიული და კომპაქტური გადაწყვეტილებაა.

 

Post a Comment

You don't have permission to register