Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Furniture   /  როგორ შევარჩიოთ ავეჯი მისაღები ოთახისთვის?

როგორ შევარჩიოთ ავეჯი მისაღები ოთახისთვის?

 

სახლი ის ადგილია, სადაც ყოველთვის ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობთ თავს. შესაბამისად, მის კეთილმოწყობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და ამას ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად ცდილობს. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას მისაღები ოთახის ავეჯის შერჩევასთან დაკავშირებით.

 

 

სავარძელი – ოთახის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ თქვენი მისაღები ოთახი პატარა ზომისაა, თავი შეიკავეთ მასიური ავეჯისგან. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ შეიძინოთ სავარძელი, რომელსაც რამდენიმე ნაწილად დაშლის ფუნქცია აქვს. რაც შეეხება ფერსა და სტილს, სავარძელი არის ბაზა, რომელსაც უნდა მოარგოთ ოთახის დანარჩენი აქსესუარები. ამიტომ, შეეცადეთ აირჩიოთ ან ძალიან მსუბუქი ან მკვეთრი ფერის სავარძელი, რათა გამოკვეთოს ოთახის ხასიათი.

 

 

დამატებითი დასაჯდომი ავეჯი – მას შემდეგ, რაც მთავარ სავარძელს განათავსებთ, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა სხვა დასაჯდომი ავეჯის მოთავსების საშუალება. მაგალითად, პატარა, კომფორტული და განსხვავებული სტილის სკამი ფანჯარასთან და ა.შ.

 

 

ყავის მაგიდა – სავარძელთან ახლოს, ოთახის ცენტრში მდგარი ყავის მაგიდა აუცილებელი ატრიბუტია, როგორც პრაქტიკული, ისე დეკორატიული თვალსაზრისით. მაგიდა უჯრებით ან ღია თაროებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქიკული არჩევანია. რაც შეეხება მასალას, უმჯობესია მეტალის ან ხის მაგიდა აირჩიოთ.

 

 

ნახატები, მცენარეები და სხვა რამეები, რომლებიც ხასიათს აძლევს სივრცეს – განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალური ვარიანტია ნახატების, პოსტერების, პატარა ქანდაკებებისა თუ ვინტაჟური ნივთების გამოყენება, რომლებსაც მთელს ოთახში გადაანაწილებთ. ასევე, კარგი იდეაა წიგნების კარადა, რომელიც ყველანაირ დიზაინს შეგიძლიათ შეუთავსოთ. ჭერთან ახლოს, პატარა თაროებზე დამაგრებული მცენარეები კი ოთახს მეტ სიხალისესა და ეგზოტიკურობას შესძენს.

 

Post a Comment

You don't have permission to register