Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Apartments   /  რომელი კორპუსია მყარი და სად უნდა შეიძინოთ ბინა?

რომელი კორპუსია მყარი და სად უნდა შეიძინოთ ბინა?

ბინის შეძენის დროს ადამიანი არჩევნის წინაშე დგას, შეიძინოს – ძველ თუ ახალ აშენებულ კორპუსში, ბინა თუ კერძო სახლი. ჩვენ დაგეხმარებით, რომ გაგიმარტივდეთ არჩევნის გაკეთება.

 

 

ძველ აშენებულ ბინაში, კედლები არის უმეტესად დაბზარული, ძველი მილები, დაზიანებული ელექტრომომარაგების სისტემა, ფართის ცუდი გადანაწილება, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, ძველი გაუმართავი ლიფტები და კიდევ უამრავი დეტალი, რომელიც ძველ აშენებულ კორპუსს უკავშირდება.

 

 

ახალ აშენებულ კორპისში თავად ადგენთ თქვენი ბინის განლაგებას, მინუსი ის აქვს, რომ დიდი დრო სჭირდება საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანას, თუმცა რაც მთავარია, თქვენი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყობთ ყველა დეტალს, რათა მეტად კომფორტული გარემო შეიქმნათ.

 

 

რაც შეეხება კერძო სახლისა და ბინის შედარებას, ეს გემოვნების საკითხია, ზოგ ადამიანს ურჩევია გარე უბანში კერძო სახლში იცხოვროს, ზოგს კი ბინაში, ცენტრალურ უბანში. ასევე ფინანსებთანაც არის დაკავშირებული, კერძო სახლი, რა თქმა უნდა, მეტ ფინასნებს მოითხოვს.

 

 

აუცილებელია დააკვირდეთ და წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია კორპუსის შესახებ, რომელი კომპანია აშენებს, რამდენად სანდოა, ასევე როგორ მასალას იყენებს, აუცილებლად გაარკვიეთ, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრებელი კორპუსი იმ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოებას ემსახურება.

 

Post a Comment

You don't have permission to register