Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Apartments   /  რომელი სართულია საუკეთესო, საცხოვრებლად?

რომელი სართულია საუკეთესო, საცხოვრებლად?

სასურველი სახლის შეძენისას უამრავი საყურადღებო ფაქტორი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, თუ რომელ სართულზე მდებარეობს ბინა. განვიხილოთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც მნიშვნელოვანია მაქსმალურად კარგი არჩევანის გასაკეთებლად.

 

 

ხედი – მაღალი სართულები განსაკუთრებით დიდ არჩევანს გვაძლევს, ამ კუთხით. განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი კორპუსის წინ ახალი მშენებლობა დაიწყოს, მაღალი სართული ნამდვილად ოპტიმალური არჩევანია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ბინის ღირებულებაც შესაბამისი იქნება.

 

 

ბუნებრივი განათება და ვენტილაცია – ბუნებრივი განათება და სუფთა ჰაერი უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის კარგად ყოფნაზე. მაღალი სართულები მეტი მზის სხივისა და სუფთა ჰაერის გარანტიაა, რაც სახლს სიჯანსაღესა და ენერგო-ეფექტურობას ანიჭებს.

 

ხმაური – თუ სიმშვიდე და ჰარმონიული გარემო თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაშინ ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი ისეთი ბინის მოძებნაა, რომელიც მაქსიმალურ სიმშვიდეს განიჭებთ. დაბალი სართულები, ბუნებრივია, ქუჩასთან მეტად ახლოსაა, რაც მეტ ხმაურს ნიშნავს, განსაკუთრებით კი ზაფხულში, როდესაც ფანჯრები, ძირითადად, ღიაა. ამიტომ მაღალი სართულის ბინა ამ საკითხის გადასაჭრელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

 

უსაფრთხოება – მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კორპუსების უმრავლესობას დაცვა ან პინ-კოდი იცავს, უსაფრთხოების საკითხის განხილვა მაინც აუცილებელია. ქვედა სართულები შემოჭრის მიმართ, შედარებით დაუცველია, განსხვავებით მაღალი სართულის ბინებისგან, რომლებსაც გისოსებიც კი არ ესაჭიროება, უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

Post a Comment

You don't have permission to register