Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Apartments   /  რჩევები პატარა საძინებლის მოწყობისთვის

რჩევები პატარა საძინებლის მოწყობისთვის

 

საძინებელი ოთახი არ არის მხოლოდ ძილისთვის, ეს არის ადამიანის პირადი სივრცე, სადაც იწყებს და ამთავრებს დღეს. კვლევების თანახმად ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით ერთ მესამედს ძილში ატარებს, ძირითადად თავის საძინებელ ოთახში. ამიტომ ეს ოთახი რაც შეიძლება კომფორტული და მფლობელის ხასიათზე მორგებული უნდა იყოს, კომფორტულ საძინებელში დასვენება და სრულფასოვანი გამოძინება განსაზღვრავს მთელი შემდეგი დღის განწყობას. პატარა საძინებელი ოთახის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა და სივრცისთვის მაქსიმალური ფუნქციონალის მინიჭება.

 

 

 

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს პატარა სივრცის სწორად გამოყენების:

ფერები 

დიზაინის შერჩევისას ერთ – ერთი მთავარი ასპექტი არის ფერთა გამა.  პატარა  საძინებლის შემთხევაში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ  პასტელურ ფერებზს, რომლებიც ქმნის სივრცისა და სინათლის ეფექტს, შეგიძიათ გამოიყენოთ თეთრისა და ხის კომბინაცია, რაც ახასიათებს სკანდინავიურ სტილს. არ გირჩევთ მუქი ფერების გამოყენებას პატარა სივრცეში, რადგან მუქი ფერი აპატარავებს სივრცის შეგრძნებას.

 

 

შეარჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი. ამწევ მექანიზმიანი საწოლის გამოყენებით შეძლებთ სივრცის  მაქსიმალურად  დაზოგვას. თუ ტუმბოს ადგილი ვერ გამოუნახეთ, ამისთვის გამოიყენეთ ფანჯრის რაფა ან კედელზე დამაგრებული თაროები. გამოიყენეთ ისეთი პრაქტიკული მოდელები, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ავეჯს ერთში.

 

 

მოერიდეთ  საძინებლის ავეჯით გადატვირთვას. შეარჩიეთ მოდელები, რომელთა მოვლაც მარტივია: საწოლები და დივნები დახურული ქვედა სივრცით, დახურული კარადები. ღია თაროებზე განალაგეთ ისეთი ნივთები რაც აუცილებელია. ნუ გააკეთებთ ეკონომიას მატრასზე, ის განაპირობებს ჯანსაღ ძილს და დასვენებას, რაც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

კედლის თაროები ოთახს მატებს კრეატიულობას დ ასევე წარმოადგენს  მცირე სათავსოს , ორგანაიზერს თქვენი ნივთებისთვის.

 

Post a Comment

You don't have permission to register