უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის დალევა?
წყალი რომ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი და უმნიშნელოვანესი სითხეა, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა ის თუ ვიცით, ჩვენი სახლის ონკანებში ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხო წყალი მოედინება? მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ, იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ და რა შეგიძლიათ გააკეთოთ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
ზოადად, წყლის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მოსული ნალექის რაოდენობა, შემადგენლობა და ა.შ. სწორედ ნალექიდან ხვდება სასმელ წყალში მტვერი, ბაქტერიები და სხვა უხსნელი ნაწილაკები. ამას ემატება ქარხნის მილების, ავტომობილებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მიერ წყალში მძიმე მეტალების გამრავლება, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ ადამიანის ორგანიზმში დაგროვდნენ და საკმაოდ მძიმე დაავადებების განვითარებას შეუწყონ ხელი. ასე რომ, სასმელი წყლის ვარგისიანობა ნამდვილად საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია.
წყალი, რომელიც ჩვენი სახლის ონკანში მოედინება, წყალმომარაგების სადგურში იწმინდება და იქლორება. ქლორის მეშვეობით წყალში არსებული მავნე მიკრობები კვდებიან, თუმცა შესაძლებელია, რომ მათ წყალში არსებულ მინერალებთან მოახდინონ ურთიერთქმედება. მაგალითად, თუ ქლორი ფენოლთან შევა რეაქციაში, წარმოიქმნება შხამიანი ქლორორგანული ნივთიერებები(მაგალითად, ქლოროფორმი). მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ქლორირებულ ონკანის წყალსა და ალერგიულ დაავადებათა გახშირებას შორის პირდაპირი კავშირია.
როგორ მოვიქცეთ? – წყლის გასაწმენდად ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდი წყლის ფილტრის გამოყენებაა, რომელთა უმეტესობა სორბციის მეთოდს ეფუძნება. ყველაზე გავრცელებული სორბენტი აქტივირებული ნახშირია, რომელიც წყალში გახსნილ ორგანულ ნაერთებს, ქლორსა და მიკროორგანიზმებს შთანთქავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი ხშირი გამოცვლა აუცილებელია. გარდა ამისა, ონკანის წყალი ძალიან მცირე რაოდენობით ფთორს შეიცავს, რომლის ნაკლებობაც კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ, ფთორირებული მოქმედების ფილტრი გამოიყენოთ.