უძრავ ქონებაში ინვესტირების 5 მარტივი და გონივრული გზა 2023
უძრავ ქონებაში თანხის დაბანდება რომ საუკეთესო ინვესტიციაა, ეს ალბათ, უკვე იცით. უძრავი ქონება მუდმივად მოთხოვნადი და საჭირო ბიზნესია. თუმცა, ვფიქრობთ, კარგი იქნება მოკლედ შევაჯამოთ, უძრავ ქონებაში ინვესტირების რა გზები არსებობს.
სახლის შეძენა – დავიწყოთ ყველაზე მარტივი გზით. სახლის შეძენა უძრავ ქონებაში ინვესტირების უმარტივესი ნაბიჯია. როდესაც თქვენ სახლს ფლობთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი გარკვეული პროცენტის ნამატით გაყიდვა და მოგების ამ გზით ნახვა. გარდა ამისა, შესაძლებლობა გაქვთ გააუმჯობესოთ სახლის დღევანდელი მდგომარეობა, გაარემონტოთ, დიზაინი შეუცვალოთ ან, უბრალოდ, ავეჯისა და ტექნიკის თანხლებით, გაცილებით მაღალ ფასში გაყიდოთ. უძრავი ქონების ღირებულება დღითი დღე მატულობს, რაც მის საჭიროებასა და მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს.
სახლის გაქირავება – უძრავ ქონებაში ინვესტირების, დღეს დღეობით, ყველაზე გავრცელებული გზა საქართველოში. ქირავნობა უძრავი ქონების გამოყენების რამდენიმე ვარიანტს მოიცავს: კონკრეტული სახლი შეგიძლიათ ტურისტული(მოკლევადიანი) , საცხოვრებელი(გრძელვადიანი) ან კომერციული მიზნით გააქირაოთ. ეს გზა მნიშვნელოვანი მოგების წყარო შეიძლება გახდეს, თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მოვლისა და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების ხარჯებიც.
დაბალი საბაზრო ღირებულების სახლის შეძენა – ეს სტრატეგია გულისხმობს კონკრეტული სახლის დაბალ ფასად შეძენას, მის გარემონტება-შეკეთებასა და გაყიდვას. ეს გზა ნამდვილად მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა მოიცავს გარკვეულ რისკებსაც. თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი სახლი, რომლის ხარჯებსაც თქვენი ბიუჯეტი გასწვდება, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. საუკეთესო ვარიანტია, თუ კი ისეთ სახლს შეიძენთ, რომელსაც არ სჭირდება ძვირადღირებული რემონტი.
მიწის შეძენა – მიწა რეალიზების რამდენიმე გზას გვაძლევს: საცხოვრებელი, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო და რეკრეაციული დანიშნულება. მიწის შეძენა, სახლთან შედარებით, უფრო მარტივად და ნაკლები ფინანსური რესურსით არის შესაძლებელი. ის დროთა განმავლობაში იძენს ღირებულებას.
გირაო – უძრავი ქონების დაგირავება ერთ-ერთი ნორმალური, თუმცა არც ისე მომგებიანი სტრატეგიაა. ისევე, როგორც ქირავნობის შემთხვევაში, თქვენ აქაც გიწევთ, რომ უძრავი ქონება კლიენტისთვის მიმზიდველ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, თქვენ ზუსტად იმ რაოდენობის თანხის გადახდა გიწევთ, რაც გარკვეული პერიოდის წინ მიიღეთ, რაც მოგებას ვერ მოგიტანთ.
ჩვენი გუნდი წარმატებებს გისურვებთ!