შემოდგომა საქართველოში
ალბათ, ყველა ქართველმა კარგად ვიცით, როგორია ქართული შემოდგომა და შესაბამისი განწყობაც გვაქვს უკვე. შესაძლოა ფიქრობთ: „ახალი რა უნდა გავიგო ამ სტატიაში?“ ჩვენ მოგიმზადეთ სტატია, სადაც ვისაუბრებთ იმ აქტივობებსა თუ ღონისძიებებზე, რომლებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ ქართული შემოდგომის თბილსა და სასიამოვნო დღეებში.
„ღვინის დღეები“ – ღვინო და ყურძენი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამ შესანიშნავი მცენარისგან ვიღებთ უამრავ პროდუქტს, იქნება ეს ალკოჰოლი თუ ტკბილეული. სხვა და სხვა ღვინის დასაგემოვნებლად და მისი დამზადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ ეწვიოთ „ღვინის დღეების“ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობს.
მოგზაურობა – საქართველოს ყოველი კუთხე ფერს იცვლის ყოველი დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, წლის ეს დრო, არაჩვეულებრივი შანსია სამოგზაუროდ: დღეები თბილი, ნათელი და იმდენად გრძელია, რომ თავისუფლად მოასწრებთ რამდენიმე ახლოს მყოფი ლოკაციის მონახულებას, დასაქირავებელი მანქანის ფასები შედარებით, დაბალია. და მთავარი ჯადოსნობა: შესაძლოა, დაიძინოთ მწვანე ხეებით გარშემორტყმულმა და გაიღვიძოთ წითელ-ყვითელ ფოთლებში.
თბილისობა – ყველაზე დიდი და მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელიც სწორედ ამ პერიოდში იმართება. ტრადიციის მიხედვით, ეს ორ დღიანი დღესასწაული ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართება. ღონისძიება მოიცავს სხვა და სხვა სპორტულ შეჯიბრებებს, გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები და მუსიკა ფონად, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც უამრავი ქართული პროდუქტის შეძენა-დაგემოვნება შეგიძლიათ.
სეზონური, გემრიელი კერძების დაგემოვნება – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია თავისი კულინარიული ძეგლებით. შემოდგომასთან კი ყველაზე მეტად ჩურჩხელა ასოცირდება. ჩურჩხელა, სანამ ასეთი საოცარი და უგემრიელესი ტკბილეული გახდება, რამდენიმე ეტაპს გადის: თავდაპირველად ყურძენი მწიფდება, იკრიფება, იწურება; შემდეგ დასაღვინებელ ყურძნის წვენს გარკვეულ რაოდენობას გამოაცლიან, რომლისგანაც ბადაგს აყენებენ; ბადაგისა და ფქვილის ნაზავით კი უგემრიელეს თათარას ამზადებენ, რომელშიც ძაფზე ასხმულ ნიგოზსა და თხილს ამოავლებენ, აშრობენ და რამდენიმე დღიანი გაშრობის პროცესის შემდეგ, ჩურჩხელაც მზადაა.
ეს მოკლე შეჯამებაა იმ საოცარი თავგადასავლების, რაც შემოდგომით საქართველოში ხდება. ვფიქრობთ, არც ერთი მათგანის გამოტოვება არ ღირს.
ფოტოების ავტორი: Emily Lush