Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Interior Design   /  შპალერი თუ საღებავი

შპალერი თუ საღებავი

 

შპალერი თუ საღებავი? ეს ის კითვრაა რომლის წინაშეც თითქმის ყველა ადამიანი დგას, ვინც რემონტის პროცესშია. ჩვენ დაგეხმარებით, წარმოგიდგენთ დადებით და უარყოფით მხარეებს, რომ არჩევანი მარტივად გააკეთოთ.

 

შპალერის დადებითი მხარეები:

დღეს ძალიან ხშირია არასწორი კედლები, ამიტომ შპალერი მარტივი გამოსავალია და უხდება არასწორ კედლებს, მისი მეშვეობით უფრო მარტივია დეფექტების დამალვა.

საღებავისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ იდეალურად მომზადებულ ზედაპირზე უნდა წაუსვათ. შპალერი უფრო მრავალფუნქციურია, რადგან  თუ  კედელი არ არის იდეალურად სწორი რელიეფური შპალერით თქვენ  მარტივად შეძლებთ მისი ნაკლოვანენბების დაფარვას. ამიტომაც თუ თქვენი კედლები არ არის იდიალურად სწორი ან აქვს რაიმე სხვა დეფექტი აირჩიეთ შპალერი, რადგან საღებავი ვერ დაგიფარავთ კედლის მცირე დეფექტსაც კი.

შპალერი არჩევის შემთხვევაში თქვენ გარანტირებული გაქვთ ხმის იზოლაცია და სახლში სითბოს შენარჩუნება. უფრო მეტიც, ამ მაჩვენებლით შპალერი აღემატება არა მხოლოდ მის პირდაპირ კონკურენტს, არამედ სხვა მასალებსაც.

 

 

შპალერის უარყოფითი მხარეები:

ძველი შპალერის შეცვლა თავისთავად ქმნის მცირე ეკოლოგიურ რისკს. ვინაიდან, ქიმიკატების გამოყენება, რომელიც ძველი შპალერის ჩამოხევისთვის იქნება გამოყენებული შეიძლება  მცირედით მაინც ტოქსიკური იყოს ადამიანისთვის და გარემოსთვის.

შპალერმა  შეიძლება გაძლოს 10-დან 12-წლამდე , თუმცა ზედმეტად ნოტიო პირობებმა შესაძლებელია ნაადრევად აძვრეს. მის წმენდაში შეზღუდული ხართ, ასევე თუ რაღაც ნაწილი დაზიანდა,რთულია  ზუსტად კორექტირება, ვინაიდან  ვიზუალი შესაძლებელია დაირღვეს.

 

 

საღებავის დადებითი მხარეები:

უმთავრესი, რაც საღებავს შპალერისგან  განასხვავებს, მისი მრავალფეროვნებაა. თქვენ სასურველი ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ, არ ხართ შეზღუდული. შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე ფერი- ერთი მთავარი და რამდენიმე დამხმარე.

საღებავები შპალერთან შედარებით იაფია.

შპალერისგან განსხვავებით, შეღებილი კედლების გარეცხვა ბევრად უფრო მარტივი და ადვილია, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ დაიბანოთ საღებავი არა მხოლოდ ყოველდღიური ჭუჭყისაგან, ასევე მას მარტივად შორდება მარკერების, ყავის ან თუნდაც ცხიმის ლაქებიც კი.

შეღებვა შედარებით მარტივი პროცესია, ვიდრე შპალერის გაკვრა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კედლებს არ აქვს დეფექტები.

 

 

საღებავის უარყოფითი მხარეები:

არ აქვს სითბოსა და ხმის იზოლაციის ფუნქცია.

თუ კედელეი დეფექტიანია, მისი შესაღებად მომზადება რთული პროცესია.

მისი განახლება შესაძლებელია საჭირო გახდეს ორ-სამ წელიწადში ერთხელ,თუმცა, მარტივია დაზიანებისა ან დაბინძურების შემთხვევაში გადაღებვა.

Post a Comment

You don't have permission to register