Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Interior Design   /  ჰარმონია სახლში: ინტერიერის დიზაინში ასახული ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილი

ჰარმონია სახლში: ინტერიერის დიზაინში ასახული ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილი

ინტერიერის დიზაინი, ზოგადად, იმ სივრცის შექმნისა და ორგანიზების ხელოვნებაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილს ასახავს. ჩვენი ყოველდღიურობა, ღირებულებები თუ ინტერესები მთლიანად იკვეთება სახლის თითოეულ დეტალში. ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილი არ არის მხოლოდ ტენდენცია, არამედ ეს გაცნობიერებული არჩევანია, რომ იცხოვრო გარემოზე ზრუნვის ღირებულებით. მასალების, განათების, ჰაერის ხარისხისა და ინოვაციური ტექნოლოგიების არჩევისას რაციონალური არჩევანის გაკეთებით, არა მხოლოდ ლამაზი და განსხვავებული ინტერიერის შექმნაა შესაძლებელი, არამედ ჩვენს უნიკალურ პლანეტაზე ზრუნვაც.

 

 

მასალის მნიშვნელობა – ნებისმიერი ეკო-მეგობრული ინტერიერის დიზაინის საფუძველი მასალის სწორად შერჩევაა. ბამბუკი, გადამუშავებული ხისა და ლითონის მასალები სივრცეს არა მხოლოდ ხასიათს ანიჭებს, არამედ გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. ასეთი მასალები, ხშირად ბევრად გამძლე და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქიმიური წარმოშობის მასალები.

 

 

ენერგო-ეფექტური განათება – განათება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერის მოწყობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქმნის კონკრეტულ ატმოსფეროს. LED ნათურები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, უფრო მეტი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნიათ და ტოქსიკური ნივთიერებებისგან არ არიან დამზადებული. გარდა ხელოვნური განათებისა, მნიშვნელოვანია ფანჯრების სწორი განლაგება, რაც ამცირებს ხელოვნური განათების გამოყენების სიხშირეს და ასევე, შიდა სივრცეს გარე სამყაროსთან აკავშირებს.

 

 

ჰაერის ხარისხი – ეკო-მეგობრული ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია, ასევე, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენს სახლებში. ბუნებრივი საღებავების, მასალებისა და სავენტილაციო სისტემის სწორად შერჩევა ხელს უწყობს შიდა სივრცეში ჰაერის კარგი ხარისხის შენარჩუნებას. ასევე, ჰაერის ბუნებრივად გაწმენდაში დიდ როლს ასრულებენ სახლის მცენარეები, რომლებიც ინტერიერს სიმყუდროვეს სძენენ.

 

 

გადამუშავება – თანამედროვე ინტერიერის დიზაინერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ძველი ნივთების გადამუშავებას, რაც ეკო-მეგობრულთან ერთად, კრეატიული გადაწყვეტილებაცაა. ძველი ავეჯის გადამუშავებული ვარიანტი ან ვინტაჟური დეტალების ჩართვა არა მხოლოდ უნიკალურ ელფერს სძენს დიზაინს, არამედ ამცირებს გარემოს დაბინძურებას და საცხოვრებელ სივრცეს ისტორიულსა და საინტერესო ადგილად აქცევს.

 

 

ჭკვიანი ტექნოლოგიები – იცოდით, რომ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია ენეგოეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობაა? მაგალითად, ჭკვიანი თერმოსტატი, რომელიც გათბობის სისტემას ოპტიმიზაციას უკეთებს, მოიხმარს იმდენ ენერგიას რამდენიც საჭიროა და არავითარ შემთხვევაში, ზედმეტს. მისი გამოყენების შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სანერვიულო, თუ კი სახლიდან რამდენიმე დღით გასვლისას გათბობა ჩართული დაგრჩათ. ასეთი ტექნოლოგიები არა მხოლოდ გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, არამედ კომუნალურ ხარჯებსაც.

Post a Comment

You don't have permission to register