Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Interior Design   /  ჰოლისტიკური სახლი: ინტერვიუ არქიტექტორებთან

ჰოლისტიკური სახლი: ინტერვიუ არქიტექტორებთან

სახლის ჰოლისტიკური დიზაინი გულისხმობს მიმდინარეობას, რომელიც სახლს განიხილავს როგორც ერთ მთლიანობას. ეს ეხება, არა მხოლოდ, სახლის მატერიალურ სტრუქტურას, არამედ მასში არსებულ ენერგიებსა და ატმოსფეროს. ამ მიმდინარეობის მიზანია, შექმნას სივრცე, რომელიც სიმშვიდის, ბალანსისა და კეთილდღეობის განცდებით ავსებს ადამიანს.

 

ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთი არქიტექტურული კომპანიის Breathe Architectures-ის დამფუძნებლებთან Jeremy McLeod & Tamara Veltre-სთან.

თქვენთვის რას ნიშნავს ჰოლისტიკური ცხოვრება?

ჯერემი: „ვფიქრობ, ჰოლისტიკური ცხოვრება ეხება იმის გაგებას, თუ რა გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს სახლში კეთილდღეობის განცდისათვის, მაგალითად, სუფთა ჰაერი, მზის შუქი და კარგი აკუსტიკა. ჩვენ დადებითი ენერგიის შეგრძნება გვჭირდება, რომელსაც სახლში შევივსებთ. ჰოლისტიკური დიზაინი ბუნებასთან კავშირს და, გარკვეულწილად, ბიოფილური დიზაინის ელემენტების გამოყენებას მოიცავს. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი დეტალი, როგორიცაა, მაგალითად, ოთახის ისე დაგეგმარება, რომ სახლში მზის სხივები უხვად შემოდიოდეს.

 

 

თამარა: „ჩვენი კომპანიის პოილიტიკა გულისხმობს 3 კომპონენტის დაკმაყოფილებას: მოვემსახუროთ კლიენტს, საზოგადოებასა და პლანეტას. თუ რომელიმე პროექტი სამივე კომპონენტს არ აკმაყოფილებს, მას დასრულებულად არ ვთვლით.

 

 

გაგვიზიარეთ რამდენიმე დეტალი სამუშაო პროცესიდან…

ჯერემი: სახლის დიზაინის შექმნისას ვცდილობთ, ვიფიქროთ მის მაქსიმალურ გამძლეობაზე, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს სიმყარე და პირვანდელი სახე. ჩვენ ხშირად ვიყენებთ აგურს, რამდენიმე მიზეზის გამო: ამინდის ცვალებადობას საკმაოდ კარგად უძლებს, შენობას სტრუქტურას აძლევს და მცენარეებთან საკმაოდ კარგად ურთიერთქმედებს.“

თამარა: „ასევე, ავეჯზე მუშაობის დროს, ჩვენ ვცდილობთ, ეკოლოგიურად მოვიხმაროთ რესურსები და რამდენადაც შესაძლებელია, მოვუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.“

 

 

რა ცვლილებების ნახვას ისურვებდით დიზაინში 5-10 წლის შემდეგ?

ჯერემი: „ვისურვებდი, პროექტების 20% მაინც იყოს სოციალურად ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქალაქში(სიდნეიში) ყველა დეველოპერი პასუხისმგებელი იყოს, ადამიანების დაბინავებაზე. დროთა განმავლობაში, ამ ცვლილებამ შესაძლოა მოაგვაროს ის კრიზისი, რაც დღეს არის სიდნეიში.

 

 

თამარა: „ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ისეთი შენობები, რომლებიც გაზს მოიხმარენ და სრულიად გადავიდეთ ელექტრო ენერგიის გამოყენებაზე.“

Post a Comment

You don't have permission to register