Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Apartments   /  5 რამ, რის შესახებაც არ გიფიქრიათ, რომ სახლის შეძენამდე სჯობდა გეკითხათ

5 რამ, რის შესახებაც არ გიფიქრიათ, რომ სახლის შეძენამდე სჯობდა გეკითხათ

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სწორი კითხვების დასმა გვეხმარება იმ ინფორმაციის მიღებაში, რომელიც გვჭირდება იდეალური არჩევანის გასაკეთებლად. გარდა იმ მსხვილი და მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც გონებაში პირველი მოგვდის, არსებობს ერთი შეხედვით, პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სტატიაში გაგაცნობთ.

საშუალო თვიური კომუნალური გადასახადები – ზოგადად, კომუნალური გადასახადები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ სისტემის მიხედვით, რაც ქონების აშენების პროცესში გამოიყენეს, ასევე შენობის ზომის მიხედვით – რაც უფრო დიდი ფართია, მით მეტია კომუნალური გადასახადები. ასევე, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ რა წყაროს მეშვეობით ხდება სახლის გათბობა: გაზი, ელექტრო ენერგია, მზის სისტემა თუ მათი კომბინაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია დასუფთავების ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაგება. ყველა ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, თქვენ შეიქმნით გარკვეულ წარმოდგენას, თუ რა ყოველთვიურ თანხებთანაა დაკავშირებული ამ კონკრეტულ სახლში ცხოვრება.

ჩატარებული სარემონტო სამუშაოები – ალბათ, გაქვთ სურვილი იცოდეთ, იმ სახლში, რომლის შეძენასაც აპირებთ ჩატარდა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები, მაგალითად რომელიმე კედელი ხომ არ დაამატეს ან მოანგრიეს? ახალი ოთახი ხომ არ დაამატეს? აივანი ხომ არ ამოაშენეს? და ა.შ. ამ ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია ამ კონკრეტულ სახლში ცხოვრება თქვენთვის.

მთავარი სისტემების წლოვანება – უძრავი ქონების დათვალიერების პროცესში მარტივად შეგიძლიათ გაარკვიოთ, დაახლოებით, რა პერიოდს ითვლის შენობა, რამდენად ძველი ან განახლებულია ძირითადი სისტემები, შენობის სახურავი, ლიფტი და ა.შ. ასევე ქონების მფლობელს შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ ტექნიკისა და ნივთების გარანტიის დეტალებზე, რომლებიც სახლში დაგხვდათ, ამით შესაძლოა, გარკვეული თანხების დაზოგვა შეძლოთ.

პარკინგი – თუ მანქანის მფლობელი ხართ, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა მოიძიოთ, პარკინგს ეხება. თავისუფალი საპარკინგე სივრცე, რომელიც ნებისმიერ დროს თქვენს განკარგულებაშია, ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ცენტრში აპირებთ სახლის შეძენას. ამ ინფორმაციის მოძიება ნამდვილად გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

სახლის ისტორია – რეალტორთა ეროვნულმა ასოციაციამ შეიმუშავა ტერმინი „სტიგმატიზირებული უძრავი ქონება“, რაც გულისხმობს არამატერიალურ ნაკლს, მაგალითად ფსიქოლოგიურ განწყობას ან აურას, რომელიც შენობაშია და რომელიც უკავშირდება ადრე იქ მომხდარ ნეგატიურ მოვლენას, როგორიცაა მკვლელობა, სუიციდი ან კრიმინალი. ამ ინფორმაციის ფლობის საფუძველზე, მყიდველს შესაძლებლობა აქვს ქონების საფასურის თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს.

Baia’s homes წარმატებებს გისურვებთ.

Post a Comment

You don't have permission to register