Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Furniture   /  5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის რემონტისას

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის რემონტისას

რემონტი ბევრისთვის არც ისე სასიამოვნო პროცესია, ხშირად ვაწყდებით პრობლემებს. შემოგთავაზებთ რემონტის დროს დაშვებულ ყველაზე ხშირ შეცდომებს:

 

გეგმის არქონა

რემონტის დაწყებამდე წინასწარ აუცილებლად უნდა გათვალოთ ყველაფერი და კარგად დაგეგმოთ. ყველაზე მეტი დაშვებული შეცდომა გვხვდება გეგმარების დროს, უმეტესობა ცდილობს თვითონ გააკეთოს ბინის გეგმარება ყოველგვარი ნახაზისა და ზომების გარეშე. ხშირად ესეთ გეგმარებას მოყვება უამრავი ხარვეზი, ფართის არასწორი ათვისება, ამიტომ დიზაინერის ჩართვა ბინის რემონტისთვის სასურველია, რატა აიცილოთ არასწორი გეგმარება თავიდან.

 

 

 

ფერების არასწორად შერჩევა

ერთი და იგივე ფერი შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს განსხვავებულ ინტერიერებში, ეს დამოკიდებულია განათებაზე, ინტერიერში გამოყენებულ სხვა ფერებზე. არსებობს რამდენიმე ფერი, რომელიც დიდი ალბათობით დილიდანვე გაგიფუჭებთ განწყობას და ასევე ხელს შეგიშლით საღამოს დასვენებასა და ჩაძინებაში. სანამ კედლის ბოლომდე შეღებვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ თავად მოსინჯოთ კედლის იმ ფერით შეღებვა რომელიც გსურთ , ან თქვენ მიერ არჩეული სხვადასხვა მასალები შეადარეთ კედლის ფერს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

 

 

კარის არასწორი მიმართულება

ხშირად არ იციან, რომ კარის გაღების მიმართულებაც გასათვალისწინებელი ფაქტორია რემონტის პროცესში. აუცილებლად დაგეგმეტ ყველა კარი მიმართულებები წინასწარ. როგორც წესი, პოპულარული შიდაა გარებაა, თუმცა ზოგჯერ შემოსასვლელის სივიწროვის გამო, სივრცის ეკონომიისთვის კარს გარე გაღებიტაც ირჩევენ. 

 

 

 

სამზარეულოში ჩამრთველების უკმარისობა და ცუდი განათება

დაბალი, მყუდრო განათება შესაძლოა მოუხდეს საძინებელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამზარეულოს. სამზარეულოში საჭიროა კარგი განათება, განსაკუთრებით ეხება ეს სამუშაო ზონას. ასევე მნიშნელოვანია ჩამრთველები. ტექნიკის გამოყენებისას დიასახლისს პრობლემა არ უნდა შეექმნას, ის ყველანაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს სამზარეულოში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩამრთველების რაოდენობა სამზარეულოში.

 

 

 

 

ავეჯის დაგეგმარება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი ეტაპია ავეჯის დაგეგმარებაა. გასათვალისწინებელია ავეჯის განლაგება , რის მიხედვითაც განხორციელდება ელექტროობის სქემა, განათებების მდებარეობა, სად რომელი ტექნიკა და ავეჯი იქნება განთავსებული. ამ პრობლემის გადასაწყვეტად უმჯობესია მიმართოთ ინტერიერის დიზაინერს, რადგან თქვენით შესაძლოა შეცდომები დაუშვათ, რაც რემონტის ბოლოს გამოჩნდება და ვეღარ შეცვლით.

Post a Comment

You don't have permission to register