5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის შეძენისას
პირველად სახლის შეძენა განსაკუთრებით ამაღელვებელია. ბევრისთვის ოცნების ახდენასთან ასოცირდება.
პირველად სახლის შეძენისას შეიძლება დაუშვათ შეცდომები. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც უშვებენ და როგორ შეძლება მითი თავიდან აცილება.
1. არ აკეთებენ საკმარის კვლევას
აჩქარება და პირველივე ქონების ყიდვა, ადგილობრივი ბაზრის, სამეზობლოსა და თუნდაც ქუჩის კვლევის გარეშე, შეცდომაა. იმის ცოდნა, თუ რამდენად იყიდება მსგავსი საკუთრება ამ ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიხადოთ საბაზრო ღირებულებაზე მეტი. მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორია სამეზობლო და ქუჩა, რათა საბოლოოდ არ იყიდოთ ისეთ უბანში, რომელიც თქვენთვის მიუღებელია.
2. ელოდებით უკეთეს მომენტს
უკეთესი მომენტის, ბინის, ფასის ლოდინმა, ხშირად შეიძლება სწორედ საუკეთესო დაგაკარგვინოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სწრაფი გადაწყვეტილებაც არ არის მიზანშეწონილი, როდესაც საქმე ბინის შეძენას ეხება, აუცილებელია გარემო ფაქტორების გათვალისწინება და გადაწყვეტილების შემდეგ მიღება.
3. სამშენებლო კომპანია, მშენებლობის ხარისხი
თუ ახალაშენებულ კორპუსში ფიქრობთ ბინის შეძენას, აუცილებლად გაარკვიეთ, როგორი მასალით შენდება კორპუსი, აკმაყოფილებს თუ არა სამშენებლო მასალები თანამედროვე სტანდარტებს და რამდენად უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს.
კორპუსი, მეორეული იქნება ის თუ ახალაშენებული, გაარკვიეთ, ხომ არ არის ის შეტანილი ავარიული კორპუსების სიაში, ასევე სადარბაზო როგორი აქვს.
4. არ მუშაობთ უძრავი ქონების აგენტთან
შეგიძლიათ შეიძინოთ უძრავი ქონება აგენტის გარეშე? დიახ.
უნდა შეიძინო უძრავი ქონება აგენტის გარეშე? ცალსახად არა.
უძრავი ქონების აგენტები არიან ექსპერტები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ გარკვეული თანხა ამ პროცესის დამოუკიდებლად შესრულებით, თქვენს გვერდით უძრავი ქონების ექსპერტის ყოლა დაგეხმარებათ შფოთვის შემსუბუქებაში და მთლიანობაში სახლის ყიდვის პროცესი უფრო შეუფერხებლად და მარტივად წარიმართება.
5. რეკრეაციული სივრცე
ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა კორპუსს სათანადო გამწვანება, პირველ ეტაპზე შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩათვალოთ, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ რეკრეაციული სივრცე საჭიროა ყველა კორპუსისთვის.