დააჭირეთ მასშტაბის ჩასართავად
იტვირთება...
ვერ ვიპოვეთ შედეგები
გახსნა რუკა
ნახვა
გზამკვლევი სატელიტი ჰიბრიდი ტერენი
ჩემი მდებარეობა სრული ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძიება

თქვენი ძიების შედეგები

სელენა გომესის და ბენი ბლანკოს 35 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი

მაისი 25, 2026

პოპულარულმა მომღერალმა და მსახიობმა Selena Gomez და მუსიკალურმა პროდიუსერმა Benny Blanco ბევერლი ჰილზში მდიდრული სასახლე შეიძინეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 35 მილიონ დოლარს აღწევს.

 

Selena Gomez y Benny Blanco: su nueva y espectacular mansión en Beverly Hills | ¡HOLA!

ესპანურ სტილში აშენებული სახლი დაახლოებით 650 კვადრატული მეტრია, ხოლო მიწის ფართობი თითქმის 4,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სასახლე თავდაპირველად 1928 წელს ცნობილი არქიტექტორის, Wallace Neff-ის მიერ აშენდა და მოგვიანებით სრულად განახლდა თანამედროვე სტილში.

 

სახლში განთავსებულია:

  • 7 საძინებელი

  • 12 სველი წერტილი

  • დიდი ბიბლიოთეკა სპირალური კიბით

  • კერძო კინოთეატრი

  • პროფესიონალური სპორტდარბაზი

  • სპა სივრცე

  • მინის ორანჟერია/სოლარიუმი

  • ორი დამოუკიდებელი სტუმრის სახლი

 

ერთ-ერთ სტუმრის სახლში მოწყობილია მუსიკალური სტუდია, მეორეში კი სრულფასოვანი home theater. ეზოში მდებარეობს დიდი აუზი, გამწვანებული ბაღები და დასასვენებელი ტერასები, რაც სახლს თითქმის პატარა კურორტის იერს აძლევს.

 

In addition to her new Beverly Hills property with Blanco, Gomez also holds the keys to a 9,000-square-foot property SoCal estate, which she purchased for $4.9 million in 2020

საინტერესოა, რომ ეს უძრავი ქონება ადრე ეკუთვნოდა ფილმ “Joker”-ისა და “The Hangover”-ის რეჟისორს Todd Phillips. წყვილმა სახლი 2024 წლის დეკემბერში შეიძინა – სწორედ იმ პერიოდში, როცა ნიშნობის შესახებაც გახდა ცნობილი. მოგვიანებით სელენა გომესმა საკუთარი ძველი სახლი ენსინოში გაყიდვაზეც გამოიტანა, რადგან წყვილი უკვე ახალ ბევერლი ჰილზის რეზიდენციაში გადავიდა.

 

შედარების სია

დაგვიტოვეთ საკონტაქტო