Compare properties

Compare

No properties found to compare.

f

Baiashomes

  /  Apartments   /  ერგონომიკა ინტერიერში

ერგონომიკა ინტერიერში

რა არის ერგონომიული დიზაინი?
ერგონომიული დიზაინი არის სივრცისა და პროდუქტების მორგება ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. გათვალისწინება იმის თუ ვინ იყენებს სივრცეს და როგორ იყენებს მას, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო.

რა არის ერგონომიკა ინტერიერის დიზაინში?
ინტერიერის დიზაინის ერგონომიკა, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები გარემოსთან სივრცულად. როგორ ურთიერთობენ თავიანთ სახლებში არსებულ ავეჯთან და სხვა ნივთებთან და როგორ იყენებენ მათ. ეს გავლენას ახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კაბინეტის სიმაღლე, ავეჯის ზომა, ოთახის განლაგება და განათება, ერგონომიული დიზაინი უზრუნველყოფს, შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი ადამიანისთვის.

Მისაღები ოთახი
მისაღები ოთახი, ალბათ, ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა ნებისმიერ სახლში. ეს ის ადგილია, სადაც ისვენებთ და განიტვირთებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თუმცა, დივნებისა და სკამების უმეტესობა არ არის კომფორტული. დივანი შესანიშნავი საშუალებაა დასვენებასა და განტვირთვისთვის, აუცილებელია ისეთი დივნის შერჩევა, რომელიც თქვენთვის კომფროტული იქნება. დატოვეთ საკმარისი ადგილი ავეჯს შორის, ფარდაგებს და განათებებს ასევე შეუძლიათ დამატებითი სიმყუდროვის შექმნა.

ერგონომიკა საძინებელში

რაც შეეხება საძინებლის ერგონომიულ დიზაინს, საქმე ეხება თქვენი საძინებლის ავეჯს და მათ განთავსებას. თქვენი საწოლი უნდა იყოს განლაგებული ოთახის ცენტრში, საკმარისი ადგილი უნდა დარჩეს სიარულისთვის. აირჩიეთ კომფორტული ლეიბი და ბალიშები მაქსიმალური კომფორტისა და დასვენებისთვის. თუ საძინებელში ტელევიზორის ქონას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის პირდაპირ საწოლის მოპირდაპირედ იქნება განთავსებული.

აბაზანა
თქვენი კარადები, ნიჟარები და სარკეები უნდა იყოს ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ადვილად მიწვდეთ მას. თაროები, საპნის დისპენსერები და სხვა აქსესუარები ასევე უნდა იყოს მარტივად მისაწვდომ ადგილას, რომ არ გამოიწვიოს თქვენი სხეულის დატვირთვა. აბაზანის განლაგება უნდა იყოს ისეთი, რომ მარტივად შეგეძლოთ მოძრაობა, დისკომფორტს არ უნდა იწვევდეს.

 

Post a Comment

You don't have permission to register