ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში

ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან. ინდუსტრიულ დიზაინში იშვიათად თუ შეხვდებით მკვეთრ ფერებს. ძირითადად გამოიყენება დამჯდარი და პასტელური ფერები სისუფთავის შეგრძნების გასამძაფრებლად.

ამ სტილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჭერია . ეს ის ზედაპირია , სადაც ინდუსტრიული სტილის მახასიათებლები ყველაზე მეტად იჩენს თავს . შეუფუთავი რიგელები და მილები , ცხაურები და ყველა დეტალი , რაც სხვა სტილში აუცილებლად დაიფარებოდა , ინდუსტრიულ ინტერიერებში მთავარი ელემენტებია .

ინდუსტრიულ სტილში ხშირად პოლირებულ ბეტონის იატაკს იყენებენ . თუმცა შეზღუდული არაფერში ხართ , შეგიძლიათ ლამინატის ან ხის იატაკიც გამოიყენოთ.

ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი უპირატესობას ხისა და მეტალის ნივთებს ანიჭებს.


