5 მარტივი გზა, რომ იყო კარგი მეზობელი

თუ გსურთ, რომ კარგი სამეზობლო გყავდეთ, პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ კარგი მეზობელი. „კარგ მეზობლად“ ყოფნა კი განვითარებადი უნარია, რომელიც, როგორც თქვენზე, ასევე თქვენს მთლიან სამეზობლოზე მოქმედებს, დროთა განმავლობაში. ჩვენ მოგიმზადეთ 6 მარტივი და, ამავდროულად, ღირებული მეთოდი, რომ იყოთ უკეთესი მეზობელი.
- იყავით ყურადღებით ხმაურთან დაკავშირებით – აკონტროლეთ ხმაურის დონე, რომელსაც ქნით, განსაკუთრებით კი დღის სენსიტიურ მონაკვეთებში (დილით და ღამე). ვინაიდან და რადგანაც, ქალაქური ტიპის ცხოვრება მეზობელთან კედლის გაზიარებას გულისხმობს, ნაკლები ხმაურის წარმოქმნით თქვენს მეზობელს საკმაოდ დიდ სიკეთეს გაუკეთებთ. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად რაიმე დღესასწაული, დაბადების დღე ან უბრალოდ, წვეულება. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს მეზობლებს თქვენი გეგმების შესახებ, რათა მზად იყვნენ და პატივისცემა იგრძნონ.
- პასუხისმგებლობით მოეკიდეთ შინაური ცხოველის საკითხს – მართალია, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შინაური ცხოველები და არ გვაწუხებს მათი ზოგიერთი თვისება, მაგრამ შესაძლოა, სამეზობლოში ყველა ერთ აზრზე არ იყოს. მაგალითად, ძაღლის განუწყვეტელი ყეფა, შესაძლოა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სასეირნოდ გაიყვანოთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ საბელის გაკეთება, რა ზომისაც არ უნდა იყოს თქვენი შინაური ცხოველი. ასევე, აკონტროლეთ, რომ არ დააბინძუროს მეზობლის კარის მიდამო ან არ გაიპაროს სახლიდან, არ შეაშინოს ან დააზიანოს მეზობლის ბავშვები და ა.შ.
- შეინარჩუნეთ სისუფთავე გარე სივრცეში – სახლის ექსტერიერის მოვლა შესაძლოა, მრავალი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. ეს საკითხი განსაკუთრებით ღირებული ხდება მაშინ, როდესაც სახლის გაყიდვასთან გვაქვს საქმე, ყველას სურს, რომ მოწესრიგებული სამეზობლო ჰქონდეს, რაც, თავისთავად ხიბლავს კლიენტებს. ეცადეთ, არ დაანაგვიანოთ გარე სივრცე, გააფორმოთ თუნდაც მცირე დეტალებით, როგორიცაა განათება, მცენარეები ან კარის აქსესუარები.
- იყავით რესურსული ადამიანი – კიდევ ერთი გზა, რომ იყოთ კარგი მეზობელი არის ის, რომ დაეხმაროთ თქვენს მეზობლებს, როდესაც ამის შანსი მოგეცემათ. სულ პატარა კეთილმა ქმედებებმაც კი შეიძლება, სითბო გააღვივოს მათში და მეტიც, საპასუხო სიკეთის გაკეთებისკენ უბიძგოთ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სიკეთის მცირე აქტს ადამიანში მარტოობის განცდის შემცირება შეუძლია, რადგან ის კავშირს გრძნობს მეზობელთან, რომელთანაც ნებისმიერ დროს შეუძლია სტუმრობა და საუბარი.
- ჩაერთე – ჩართულობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ დაამყაროთ კავშირი და აჩვენოთ მეზობლებს, რომ ზრუნავთ. ეცადეთ, ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, თუ რა ხდება ახალი თქვენს საცხოვრებელ სივრცეში. ასევე, მეზობლებთან ურთიერთობის გასამყარებლად კარგი იდეაა, წვეულების მოწყობა და მათი დაპატიჟება.
Baia’s homes წარმატებებს გისურვებთ.

