არქი უნივერსი
არქის ახალი ელიტარული კომპლექსი არქი უნივერსი თავისი მრავალფეროვნებით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ სივრცეს შექმნის. არქი უნივერსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ადამიანის სურვილებს სრულად პასუხობს. 26-სართულიანი „არქი უნივერსი“ 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული ფართი აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში ყველაფერია განთავსებული, რაც არქელებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, მათ შორისაა, გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. საცხოვრებელი კომპლექსის ექსტერიერს დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა, რომლის წარმოებაც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში ხდება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია უძლიერესი ქარის დატვირთვაზე, რაც მას საუკეთესო მასალად ხდის მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებლად. კომპლექსის თანამედროვე და ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეარჩიე შენი სახლი
მდებარეობა
ელიტარული კომპლექსი არქი უნივერსი შენდება საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გამწვანებულ ნაწილში, უნივერსიტეტის ქუჩის N15ა-ში. კომპლექსის მდებარეობა ერთდროულად ქალაქის ცენტრში და გამწვანებულ უბანში ცხოვრების შესაძლებლობაა. ბინებიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, ხოლო „არქი უნივერსის“ წინ ბაგებთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდია, რომელიც მაცხოვრებლებს გაუმარტივებს ბაგებსა თუ წყნეთში მოხვედრას.
გალერეა
